საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია "იდენტობა, მეხსიერება და XX-XXI საუკუნეების ისტორიული ტეხილები"

2025 წლის 20 სექტემბერს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევათა ს/ს ინსტიტუტი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „იდენტობა, მეხსიერება და XX-XXI საუკუნეების ისტორიული ტეხილები“. კონფერენცია ორგანიზებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე სამი კვლევითი პროექტის ფარგლებში, რომლებიც ხორციელდება თსუ კულტურის კვლევათა ინსტიტუტის მიერ: „ებრაული იდენტობა საქართველოში: საბჭოთა ტრანსფორმაცია (1921-1941)“, „კოლექტიური მეხსიერების კონსტრუირება დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოში: გმირისა და ანტიგმირის დისკურსი“, „ილია ჭავჭავაძე: უპირობო ეროვნული გმირი იდენტობის წინააღმდეგობრივ დისკურსებში.“ ქართველ მკვლევრებთან ერთად, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ მეცნიერები გერმანიიდან, ნორვეგიიდან და სლოვენიიდან.

კონფერენცია მიზნად ისახავს, პოლიტიკური ტრანსფორმაციების, იდენტობის, კოლექტიური მეხსიერების და კულტურული ტრავმის კვლევის სფეროში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, პრობლემების რეგიონულ და ტრანსრეგიონულ კონტექსტუალიზაციას, შედარებითი და დისციპლინათაშორისი კვლევის შესაძლებლობების გამოკვეთას.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდ. 201.

თარიღი: 16/09/2025